მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მეუფე იოანე სააკაშვილზე: დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს, არ ნანობს და აქეთ ხულიგნობს

რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ამას ხელს, ეს მათი საქმეა. იცით რა? ეს სუბიექტური პოზიციაა, აქ ქვეყნის ინტერესია, კანონი იყოს დაცული. თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის. [სამართლიან სასამართლოზე] კითხვა ახლა გიჩნდებათ და 2005-ში, 2006-ში, 2007-ში, 2008-ში არ გაგიჩნდათ, არა? როცა 100 000-იანი მიტინგები დაარბიეს, ეგ არ გახსოვთ, ხომ? ხმა არავის ამოუღია, როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, ყრილობები ხდებოდა, მაშინ კითხვები არ გქონდათ, ახლა გაგიჩნდათ კითხვები, არა?  

როცა დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, [...] არ ხდება. თვენ მე მაკვირვებთ, ყველაფერს იღებთ, ტეელვიზორს უყურებთ და ისეთ კითხვებს მისვამთ, რომ არაფერი არ იცით? მთვარიდან ჩამოვარდით და მეკითხებით? 

ამბობს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე. 

პეტიციას ხელი მოაწერა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებ კიკვაძეც, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. გარდა ამისა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს". პეტიციას უერთდება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიაც.

კომენტარები