ლარის კურსი

ლარი დოლარის და ევროს მიმართ გაუფასურდა

კოლაჟი / ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.29 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი კურსით, ერთი დოლარი 3.1329 ლარი ღირს.

ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.12 თეთრით გაუფასურდა და გაცვლითმა კურსმა 3.6204 ლარი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3480 ლარს შეადგენს, ფუნტი კი ლარის მიმართ გამყარდა და 4.2661 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 13 ოქტომბრიდან შევა.

2021 წელს სებ-მა ჯამში 220 მილიონ დოლარზე მეტი გაიტანა აუქციონზე. 2020 წელს კი, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა 26 სავალუტო აუქციონი გამართა და 873 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

კომენტარები