სუპერმენი

კომიქსის ახალ ნომერში სუპერმენი ბისექსუალად დაქამინგაუთდა

BBC

კომიქსების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძველი სუპერგმირი ახალ ნომერში ბისექსუალად დაქამინგაუთდა.

DC-ის კომიქსის Superman: Son of Kal-El მთავარი გმირი ორიგინალი სუპერმენის კლარკ კენტისა და ჟურნალისტ ლოის ლეინის შვილი ჯონ კენტია. ახალ ნომერში მისი მეგობარი კაცი ჟურნალისტი ჯეი ნაკამურაა, რომელიც პირველად განახლებული სერიის მესამე ნომერში გამოჩნდა. 

"სუპერმენი ყოველთვის იმედის, სიმართლის და სამართლიანობის სიმბოლო იყო. დღეს, ეს სიმბოლო, კიდევ უფრო მეტ მცნებას აერთიანებს. კომიქსის თაყვანისმცემლებს სურთ ძლევამოსილ გმირებში საკუთარი თავი დაინახონ". – ამბობს ახალი სუპერმენის შემქმნელი ტომ ტეილორი.

სუპერმენი DC-ის კომიქსების ერთადერთი LGBT გმირი არ არის, წლის დასაწყისში ბეტმენის დამხმარე ტიმ დრეიკი, იგივე რობინი დიდი ხნის თაყვანისმცემელ კაცთან პაემანს დათანხმდა. იქამდე, ქეით კეინის, იგივე ბეტვუმენის მოგონებებში გამოჩნდა, რომ ჯარში მსახურობისას მეგობარი ქალი ჰყავდა. ჰარლი ქუინს რომანტიკული ორთიერთობა ჰქონდა ჯოკერის კიდევ ერთ მეგობართან ფოიზონ აივისთან. 2017 წელს კი ბეტმენის კომიქსში ტრანსგენდერი პერსონაჟი ვიქტორია ოქტობერი გამოჩნდა.

Superman: Son of Kal-El-ის ახალი ნომერი 9 ნოემბერს გამოვა.

 

კომენტარები