კორონავრირუსი საქართველოში

ტიკარაძე შემცირებულ აცრებზე: ეს არაა ვაქცინაციის ჩავარდნა, საკმარისი ინფორმაცია იყო

აცრის რიცხვი, რა თქმა უნდა, დაკლებულია, რაც ძალიან სამწუხაროა. სახეზე გვაქვს მასშტაბური კლება და დღეს გაქვს დამატებით საბჭო, რომლის ფარგლებშიც მიიღებენ ქვეყნის მასშტაბით მერები და გუბერნატორები მონაწილეობას, მნიშვნელოვანია, რათა გააქტიურდეს ადგილობრივი თვითმმართელობები, ვინაიდან მხოლოდ სამინისტრო იმ საკმარის ინფორმაციას ვერ აწვდის რეგიონებს, დღეს ჩვენ მივაწვდით მათ ინფრომაციას თითოეული რეგიონის და სოფლის ჭრილში, სად არის აცრების რიცხვი კრიტიკული [..] ეს არ არის ვაქცინაციის ჩავარდნა, ამის [აცრის შემცირებული რიცხვის] მიზეზი ნამდვილად არ არის. საზოგადოებას  პირველივე დღიდან ჰქონდა ინფორმაცია, ვაქცინის წარმოების დაწყების და დანერგვის შემდეგ, ის საკმარისი ინფორმაცია, რომელიც მას უნდა ჰქონოდა.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები