ემილი რატაკოვსკი

რატაკოვსკი სექსუალურ ძალადობაზე: მაშინ რომ ხმა ამომეღო, დღეს ცნობილი არ ვიქნებოდი

Page Six

4 ოქტომბერს სუპერმოდელმა ემილი რატაკოვსკიმ მომღერალი რობინ თიქი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. გამოცემა People-თან ინტერვიუში რატაკოვსკიმ განმარტა, თუ რატომ არ ილაპარაკა სექსუალურ შევიწროებაზე 2013 წელს. 

"დამწყები მოდელი ვიყავი, არავინ მიცნობდა, მაშინ რომ ხმა ამომეღო, იქ არ ვიქნებოდი სადაც ახლა ვარ, არ ვიქნებოდი ცნობილი". – ამბობს რატაკოვსკი.

მოდელის თქმით ინციდენტი თიქის სიმღერის Blurred Lines-ის ვიდეოკლიპის გადაღებებზე მოხდა:

"თიქი გადასაღებ მოედანზე მთვრალი მოვიდა. მოულოდნელად შიშველ მკერდზე ვიღაც ორი ხელით შემეხო, მივტრიალდი, ჩემს უკან რობინ თიქი იდგა. თავი ძალიან დამცირებულად ვიგრძენი". 

ვიდეოკლიპის რეჟისორმა დიან მარტელმა რატაკოვსკის სიტყვები დაადასტურა. მარტელის თქმით თიქმა საქციელისთვის ბოდიშიც მოიხადა. 

2014 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტი Blurred Lines რობინ თიქის, ფარელ უილიამსის და რეპერის T.I. ერთობლივი ნამუშევარია. სიმღერის ტექსტმა და მასზე გადაღებულმა კლიპმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, მაყურებელთა დიდმა ნაწილმა ვიდეოში ტოქსიკური მასკულინობისა და სექსიზმის შემცველი მესიჯები დაინახა. მოგვიანებით ფარელ უილიამსმა ტექსტისთვის ბოდიში მოიხადა. რობინ თიქმა სიმღერა დაიცვა და BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კრიტიკოსებმი არსს "ვერ ჩაწდვნენ".

ამ დრომდე მომღერალს რატაკოვსკის ბრალდებაზე პასუხი არ გაუცია.

კომენტარები