რუმინეთი

ქვეყნის არაეფექტური მართვის გამო, რუმინეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

რუმინეთის პრემიერმინისტრი, ფლორინ კიცუ

5 ოქტომბერს რუმინეთის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობას და მის მეთაურს, პრემიერმინისტრ ფლორინ კიცუს უნდობლობა გამოუცხადა

ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი ხელისუფლებაში ცხრა თვის წინ მოსული მთავრობის არაეფექტური მმართველობა აღმოჩნდა. 

კანონმდებლების განმარტებით, კიცუს მთავრობამ ვერ მოახერხა ქვეყნის პანდემიური კრიზისიდან გამოყვანა, ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად წარმართვა და განვითარების გეგმის შესრულება, რამაც რუმინელი მოსახლეობისა და პარლამენტარების უკმაყოფილება გამოიწვია. 

გარდა ამისა, მძიმე ეპიდვითარების ფონზე, კიცუს მმართველობის პერიოდში ქვეყნის 3 საავადმყოფოში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რაც, გამოძიების დასკვნით, არასწორ მენეჯმენტთან იყო დაკავშირებული.

პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადებას 330 დეპუტატიდან 281-მა დაუჭირა მხარი. 

საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, კიცუ დროებით მთავრობას მხოლოდ იქამდე უხელმძღვანელებს, სანამ პარლამენტი ახალ მთავრობას არ დაამტკიცებს, რომელიც, სავარაუდოდ, ცენტრისტული კოალიციისგან იქნება შემდგარი. 

კომენტარები