რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ჯერჯერობით, აფეთქების მიზეზი უცნობია.