მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია: თავდადება და თავგანწირვა, რომელსაც სააკაშვილი აჩვენებს, უკვალოდ არ ჩაივლის

მე დარწმუნებული ვარ, ახლა არ ვიცი, აქვს თუ არა მას ტელევიზორი, დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის პატივია იცოდეს, რომ ჰყავს ასი ათასობით მხარდამჭერი, რომელიც გულშემატკივრობს, შეიძლება ბევრი მათგანი არ არის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავდადება და თავგანწირვა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აჩვენებს, უკვალოდ არ ჩაივლის. ეს არის მარტივი.

თქვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ.

ამ წუთებში რუსთავის ციხესთან საქართველოს ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია - "თავისუფლება მიშას" იმართვება.

კომენტარები