არჩევნები 2021

ზარქუა: შეიძლება, მუნიციპალიტეტების 15-20%-ში მერის არჩევნების II ტური გახდეს საჭირო

ველოდებით, პატივს ვცემთ ცესკოს დათვლის პროცედურას, დაველოდოთ, აგერ არის, ხვალ გვექნება მონაცემი, თუ პირველ ტურში დამთავრდება ეს ყველაფერი, ძალიან კარგი იქნება, თუ გახდა მეორე ტური საჭირო, აქაც დამაჯერებლად გაიმარჯვებს კახი კალაძე მინიმუმ 20-25%-იანი უპირატესობით. კიდევ ერთხელ მადლობა დედაქალაქის მაცხოვრებლებს ნდობისთვის, ისევე როგორც დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში.

ჩვენ რაც გვაქვს ახლა მონაცემი, დაახლოებით 80-85%-ში ქართული ოცნების მერობის კანდიდატები პირველივე ტურში გააფორმებენ გამარჯვებას, ხოლო დანარჩენები, სავარაუდოდ, შეიძლება დაახლოებით 15-20%-ში მეორე ტურის საჭიროება დადგეს. მთლიანობაში, 64-ვე მუნიციპალიტეტში გვეყოლება ქართული ოცნებიდან მერები

ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა ეგზიტპოლის შედეგებზე, TV იმედის ეთერში.

კომენტარები