არჩევნები 2021

კუჭავა: პირბადეს არ მივაქციე ყურადღება, როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს

შევეცადე, პირველი მივსულიყავი საარჩევნო უბანზე, დილით, 08:00 საათზე. ნამდვილად არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე. დარღვევა იყო ეს [..] ეს ფაქტი არის. ვიცი, რომ შესაბამისი რეაგირებაც იქნება და როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს. 100 მეტრის რადიუსში რაც არის კანონით დადგენილი, ჩვენი მხრიდან რაიმე დარღვევა არ მომხდარა. ნებისმიერი პარტიის მხრიდან მსგავსი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება იქნება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა არჩევნებზე მივიდა პირბადით, რომელზეც ქართული ოცნების სიმბოლიკა იყო გამოსახული. სამართლიანი არჩევნები(ISFED) გმობს კახა კუჭავას ქმედებას და ამ ფაქტს აგიტაციად აფასებს.

კომენტარები