არჩევნები 2021

ჰარცელი: იმედია, ამომრჩევლები შეძლებენ ხმის მიცემას წყნარ, მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში

კარლ ჰარცელი
@CarlHartzellEU

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდობიან და წყნარ გარემოში ჩატარდება. ელჩმა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ამომრჩევლებმა საარჩევნო ყუთებთან უნდა გამოხატონ საკუთარი ნება.

"დღეს არის არჩევნების დღე – ძალიან მნიშვნელოვანი დღე ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს არის დღე პოლიტიკოსებისთვის, კომენტატორებისთვის, საზოგადოებრივი აზრის შემქნელებისთვის იყვნენ ჩუმად და დროა, ამომრჩევლებმა საარჩევნო ყუთებთან საკუთარი ნება გამოხატონ. ბოლო რამდენიმე კვირის, ბოლო 24 საათის განმავლობაშიც, ჩვენ ვნახეთ ნამდვილი პოლარიზაცია, რომელიც რჩება საქართველოში, რაც დასანანია. რაზეც ყველა პოლიტიკური მხარე თანხმდება – რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ხმის მისაცემად მისვლა. იმედი და ნდობა მაქვს, რომ ამომრჩევლები შეძლებენ ხმის მიცემას წყნარ, მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში. იმედი მაქვს, თქვენც ჟურნალისტებიც შეძლებთ ისარგებლოთ იმავე უსაფრთხოებით და დაცულობით, როცა თქვენს მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებთ." – თქვა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ამომრჩევლებს ხმის მიცემის დროს კოვიდრეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

"იმედი მაქვს, რომ ეს იქნება დღე, როცა დემოკრატია ყველა მოქალაქეს მოუტანს სიკეთეს. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს მომავლისთვის. დემოკრატიის ეს გამოცდა დამაჯერებლად უნდა ჩააბაროთ. ხვალ ჩვენ მოვისმენთ საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ODHIR-ისა და ევროპარლამენტარების შეფასებას, მათ შეხედულებას და ვერდიქტს." – თქვა კარლ ჰარცელმა.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

 

კომენტარები