პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა არჩევნებზე მივიდა პირბადით, რომელზეც ქართული ოცნების სიმბოლიკა იყო გამოსახული. სამართლიანი არჩევნები(ISFED) გმობს კახა კუჭავას ქმედებას და ამ ფაქტს აგიტაციად აფასებს.
"საარჩევნო უბნის შიგნით კამპანია არის აკრძალული, ჩვენ ვიცით, ამიტომ, ნამდვილად არ არის კარგი, როცა კანდიდატები ასე მიდიან და ეს ნიშნავს, რომ არის აგიტაცია. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, პოლიტიკურ პარტიას, არ გამოიყენონ თავიანთი სიმბოლიკა, როცა ისინი შედიან უბნებზე. როგორც იცით, აგიტაცია აკრძალულია და არ შეიძლება რომ ეს ტენდენცია ვნახოთ. საწუხაროდ, ვფიქრობთ, რომ ეს ფაქტი აგიტაციაა და იმედია ასე არ გაგრძელდება". - თქვა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021