Blink-182

BLINK-182-ს წევრმა, მარკ ჰოპუსმა, სიმსივნე დაამარცხა

Page Six

მომღერალმა და მუსიკოსმა მარკ ჰოპუსმა სიმსივნე დაამარცხა. ინფორმაციას თავად Blink-182-ს დამფუძნებელი წევრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ამ წუთას ჩემს ონკოლოგისტს შევხვდი, სიმსივნე დავამარცხე! მადლობა ღმერთს და სამყაროს, მეგობრებსა და ოჯახს და ყველას ვინც სიყვარული, მხარდაჭერა და კეთილშობილება გამოიჩინა. ექვს თვეში ერთხელ გადამოწმება მომიწევს, ასევე წლის ბოლომდე ყოველდღიურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდები, მიუხედავად ამისა საოცარი დღეა". – წერს ჰოპუსი.

ჰოპუსს მეოთხე სტადიის ლიმფომა მიმდინარე წლის ივნისში დაუდასტურდა, მუსიკოსმა რამდენიმე ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა.

სკეიტ პანკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ბენდი Blink-182 ჰოპუსმა, ტომ დელონგმა და სკოტ რეინერმა 90-იან წლებში ჩამოაყალიბეს. 1995 წელს მათი სადებიუტო ალბომი Cheshire Cat გამოვიდა. მოგვიანებით დასარტყამ ინსტრუმენტებზე რეინერს ტრევის ბარკერი შეენაცვლა. სულ ბენდს 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

კომენტარები