ტრეილერი

ნიკა თავაძე სერიულ მკვლელზე მონადირის როლში – სიკვდილით დასჯის ტრეილერი გამოვიდა

ახალი რუსული თრილერის, სიკვდილით დასჯის პირველი ტრეილერი გამოვიდა. სურათში მთავარ როლს ქართველი მსახიობი ნიკა თავაძე ასრულებს.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით სერიულ მკვლელზე ათწლიანი ნადირობა უშედოგოდ სრულდება და საქმე იხურება. მთავარი გმირი, გამომძიებელი ისა დავიდოვი ახალი გარემოების შესახებ იგებს და მივიწყებული საქმის საკუთარი ძალებით გახსნას ცდილობს.

სიკვდილით დასჯის რეჟისორია ლადო კვატანია, ფილმის დისტრიბუციაზე კინოკომპანია Sony ზრუნავს, თრილერის პრემიერა აშშ-ში მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ფესტივალ Fantastic Fest Film-ზე გაიმართება.

კომენტარები