ჰარი პოტერი

ჰარი პოტერის მსახიობმა, ტომ ფელტონმა, გოლფის მინდორზე გონება დაკარგა

BBC

მსახიობმა ტომ ფელტონმა გოლფის თამაშისას გონება დაკარგა. ჰარი პოტერის ვარსკვლავი გონს მალევე მოვიდა, გარშემომყოფების დახმარებით მსახიობი მინდორიდან გოლფის მანქანით გაიყვანეს.

ინციდენტი ვისკონსინში, გოლფის ტურნირზე მოხდა, რომლის ერთ-ერთი მონაწილე თავად მსახიობი იყო. დრაკო მალფოის როლის შემსრულებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 34 წლის ვარსკვლავის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის უცნობია.

გამოცდილი გოლფის მოთამაშე ევროპის გუნდს ფინელ ჰოკეისტთან, ტიმუ სელნთან ერთად წარმოადგენდა. მათი ამერიკელი ოლიმპიელების, ჰოკეისტი მაიკ ეურზიონესა და მოციგურავე დენ ჯენსენის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ.

ტომ ფელტონი ინგლისელი მსახიობია, რომელმაც ჰარი პოტერის ფილმების სერიაში მთავარი გმირის ოპონენტი და კინოსერიის ერთ-ერთი ბოროტმოქმედი, დრაკო მალფოი განასახიერა. როლმა სხვადასხვა წლებში MTV Movie Awards-ის 5 ჯილდო მოუტანა. ფელტონს ასევე ხუთი მუსიკალური მინიალბომი აქვს გამოშვებული.  

კომენტარები