2021 წელს გარდაცვლილები

დიზაინერ ტომ ფორდის ქმარი ჟურნალისტი რიჩარდ ბაკლი გარდაიცვალა

British Vogue

72 წლის ასაკში მოდის ჟურნალისტი, დიზაინერ ტომ ფორდის ქმარი რიჩარდ ბაკლი გარდაიცვალა. კრიტიკოსი წლების განმავლობაში ყელის სიმსივნეს ებრძოდა.

"მწუხარებით გამცნობთ, რომ ტომ ფორდის საყვარელი ქმარი, რიჩარდ ბაკლი, რომელთანაც 35-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს გარდაიცვალა. რიჩარდი გუშინ ღამით, ლოს-ანჯელესის სახლში, ტომისა და მათი შვილის, ჯეკის გარემოცვაში, ხანგრძლივ დაავადებასთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა". – ამბობს დიზაინერის წარმომადგენელი.

ბაკლი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი და კრიტიკოსი იყო მოდის ინდუსტრიაში. მუშაობდა Vogue Hommes International-ის მთავარ რედაქტორად. ფორდმა მომავალი ცხოვრების თანამგზავრი 1986 წელს გაიცნო. წყვილმა 2014 წელს, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისთანავე, ნიუ-იორკში იქორწინა. ბაკლის და დიზაინერს საერთო შვილი, 9 წლის ალექსანდერ ჯონ ბაკლი ფორდი ჰყავთ.

ტომ ფორდი ამერიკელი დიზაინერია. მუშაობდა მოდის სახლების Gucci-ს და Yves Saint Laurent-ის კრეატიულ დირექტორად. 2005 წელს დაარსა საკუთარი ბრენდი Tom Ford. გადაღებული აქვს ორი ოსკარის ნომინანტი ფილმი Single Man და Nocturnal Animals.

კომენტარები