ლიამ გალაჰერი ვერტმფრენიდან გადმოვარდა და სახე დაიზიანა

BBC

ბრიტ პოპ ბენდ Oasis-ის ფრონტმენი ლიამ გალაჰერი ვერტმფრენიდან გადმოვარდა და სახე დაიზიანა. ინფორმაციას თავად მუსიკოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ვერტმფრენიდან გადმოვარდი და ნახეთ რა მომივიდა. კიდევ გგონიათ, რომ როკ ნ როლი მკვდარია"? – წერს მუსიკოსი.

ლიამ გალაჰერმა 1991 წელს მეგობრებთან ერთად ბენდი Rain მანჩესტერში დაარსა. მოგვიანებით ჯგუფს ლიამის ძმა ნოელ გალაჰერი დაემატა, ასე წარმოიქმნა ბრიტ პოპის ყველაზე გავლენიანი და წარმატებული ბენდი Oasis. შვიდი ალბომის გამოშვების შემდეგ, 2009 წელს ოაზისი დაიშალა. 

 

კომენტარები