NETFLIX: პატივს ვცემთ გაფრინდაშვილს, მაგრამ ბრალდება უსაფუძვლოა და თავს დავიცავთ

Agenda

ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა სერიალ Queen's Gambit-ში ნათქვამი ტექსტის გამო, რომ მას არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ. 

სტრიმინგის სერვისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაფრინდაშვილის ბრალდებას განცხადებით გამოეხმაურა:

"უდიდეს პატივს ვცემთ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს და მის კარიერულ მიღწევებს, მაგრამ ჩვენი აზრით ბრალდება უსაფუძვლოა და თავს ბოლომდე დავიცავთ".

The Queen’s Gambit-ის ბოლო სერიაში - End Game-ში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის კომენტატორი მთავარ პერსონაჟზე საუბრისას ამბობს:

“ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ მისივე სქესია, თუმცა რუსეთში მას ეს უნიკალურად არ აქცევს. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა ის არის ქალი მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ”.

ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იურიდიული კომპანია BLB იცავს. ისინი სარჩელში წერენ, რომ კომენტატორის ნათქვამი ტყუილია და სექსისტური.

“ბრალდება, რომ გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ არის ცხადი ტყუილი, უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი.

1968 წლისთვის, ანუ მაშინ, როდესაც ეპიზოდში მოქმედება ხდება, მას სულ მცირე 59 კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ ჰქონდა თამაში ჩატარებული, მათ შორის სულ მცირე ათი დიდოსტატი იყო”, - წერია სარჩელში.

წყარო: Ladbible

კომენტარები