როუზ ეილინგ-ელისი

ბრიტანულ საცეკვაო შოუში სმენადაქვეითებული კონკურსანტი იასპარეზებს

BBC

ცეკვავენ ვარსკვლავების ბრიტანულ ანალოგში, Strictly Come Dancing-ის ისტორიაში პირველად, სმენადაქვეითებული კონკურსანტი იასპარეზებს. 

26 წლის როუზ ეილინგ-ელისი 2020 წლიდან BBC-ის საპნის ოპერაში Eastenders ფრენკი ლიუისის როლს ასრულებს.

"ბევრს ჰგონია, რომ სმენადაქვეითებულ ადამიანებს არ შეუძლიათ მუსიკით სიამოვნება და ცეკვა. ვფიქრობ შოუ შესანიშნავი პლატფორმაა იმისთვის, რომ ჩემნაირი ადამიანები მეტად წარმოჩნდნენ და ინტეგრირდნენ საზოგადოებაში". – ამბობს ეილინგ-ელისი.

კონკურსანტის თქმით სასმენი აპარატის დახმარებით მას ესმის ბიტი და მელოდია, თუმცა ვერ არჩევს სიტყვებს, ასევე ცეკვაში ეხმარება სასცენო გამაძლიერებლებიდან წამოსული ვიბრაცია.

ეილინგ-ელისთან მარტივი კომუნიკაციისთვის, შოუს პროდიუსერებმა ჟესტების ენა ისწავლეს.

კომენტარები