2021 წელს გარდაცვლილები

94 წლის ასაკში მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა

Befunky

94 წლის ასაკში კინოსა და თეატრის მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა.

1948-1966 წლებში თამაშობდა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. მოგვიანებით გახდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. სცენაზე შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში პრინცესა ტურანდოტი, ეშმაკის მოწაფე, კავკასიური ცარცის წრე, ფედრა, ფილმებში მოიტაცეს თამარ ქალი, ჩირიკი და ჩიკოტელა, ნატვრის ხე, ვირთხა. იყო მხატვრული კითხვის ოსტატი და სხვადასხვა წლებში სტუდია ქართულ ფილმში მუშაობდა გამხმოვანებლად. მისი ხმით მეტყველებენ არიადნა შენგელაია ფილმში შერეკილები, სოფიკო ჭიაურელი ფილმში ჩვენი ეზო. ავტორია წიგნებისა მე და ჩემი შვილები.

ლეილა ძიგრაშვილის შვილი იყო მსახიობი, რეჟისორი და წამყვანი მამუკა კიკალიშვილი, რომელიც 2000 წელს 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კომენტარები