კრიმინალი

ბოკერია ყვარელზე: კრიმინალისკენ მიდრეკილი ხედავს, რომ მთავრობისგან ძალაუფლებით აღვსილია

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

ყვარელში საქართველოს ბანკზე თავდასხმაზე საუბრისას ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ  კრიმინალისკენ მიდრეკილი ადამიანები ხედავენ, რომ მთავრობისგან ძალაუფლებით აღვსილები არიან. მისივე სიტყვებით, ბადრი ესებუას შემთხვევა დამანგრეველი გზავნილი იყო, იმის მიუხედავად, რა მოხდა გუშინ, 9 სექტემბერს, ყვარელში. 

"ის ადამიანები, ვინც ძალადობისა და კრიმინალისკენ მიდრეკილები არიან, ხედავენ, რომ არიან დაუსჯელები და არიან ძალაუფლებით აღვსილები მთავრობისგან, რომელიც, პირიქით, მათ უნდა ებრძოდეს და კანონმორჩილ მოქალაქეებს უნდა იცავდეს. მძევლების გადარჩენა და იმ ადამიანის დაკავება, ვინც დანაშაული ჩაიდინა, კარგია, მაგრამ ის, რომ წინა გახმაურებულ შემთხვევაზე კრიმინალის მიერ ქონების მიტაცება და მიმალვა წარმატებად გამოცხადდა, დამანგრეველი გზავნილია, მიუხედავად იმისა, რა მოხდა ამ შემთხვევაში.

უტიფარი განცხადება გვესმის, რომ წლები გრძელდება ხოლმე დამნაშავეების ძებნა. დიახ, გრძელდება, მაგრამ ეს კარგი არ არის, ცუდია და ცუდ გავლენას ახდენს საერთო ვითარებაზე". - ამბობს გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველთან.  

9 სექტემბერს ყვარელში საქართველოს ბანკის ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. სპეცოპერაციის შედეგად მძევლები გათავისუფლდნენ, შსს-მ კი თავდამხმელი დააკავა.  

უწყებას ამ დრომდე არ დაუკავებია ბადრი ესებუა, რომელიც 2020 წლის 21 ოქტმომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალს შეიარაღებული დაესხა თავს, მძევლები აიყვანა, შემდეგ კი ადგილი შსს-ს მანქანით დატოვა და მიიმალა. ესებუას $500 000 მისცეს - თანხა, რომელსაც ის ითხოვდა. 

კომენტარები