მატრიცას მეოთხე ნაწილის პირველი ოფიციალური თრეილერი გამოაქვეყნდა.
თრეილერი იწყება კიანუ რივზის პერსონაჟის, ნეოსა და ნილ პატრიკ ჰარისის პერსონაჟის ლაპარაკით.
"გიჟი ვარ?" - ეკითხება ნეო ჰარისის გმირს, რომელიც ფსიქოთერაპევტია.
"აქ სიტყვა გიჟს არ ვიყენებთ", - პასუხობს ის.
ამასთან ერთად, თრეილერში ასევე ჩანს რომ ნეო კაფეში ხვდება კერი-ენ მოსის პერსონაჟს, თრინითის.
"შევხვედრივართ ერთმანეთს?", - ეკითხება თრინითი ნეოს.
ვიდეოში ჩანს მესამე მთავარი გმირი - მორფეუსიც, რომელიც ნეოს ეუბნება, რომ "გაფრენის დროა" და წითელი და ლურჯი ფერის ტაბლეტებს უწვდის.
ფილმი მიმდინარე წლის 22 დეკემბერს გამოვა.