მატრიცა 4

რეალობა აქ და ახლა – მატრიცა 4-ის პირველი პრომო ვიდეო გამოვიდა

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბლოკბასტერის, მატრიცა 4-ის პირველი პრომო ვიდეო გამოვიდა.

ვიდეოში გამოჩნდა ნეო, რომლის როლსაც უცვლელად კიანუ რივზი ასრულებს, ასევე The Watchmen-ისა და Candyman-ის ვარსკვლავი იაჰაია აბდულ-მატინი II, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით ახალგაზრდა მორფიუსს ასახიერებს. ნაცნობ როლებს დაუბრუნდნენ ასევე კერი ენ მოსი და ჯადა პინკეტ-სმიტი.

პრომო ვიდეოსთან ერთად გამოვიდა მომავალი ფილმის ოფიციალური პოსტერიც.

ახალი მატრიცის სრული ტრეილერი 9 სექტემბერს, ხოლო თვითონ ფილმი მიმდინარე წლის 22 დეკემბერს გამოვა.

კომენტარები