პოლიტიკური კრიზისი

გრეგოროვა: საქართველოს მთავრობა ბავშვივით იქცევა, EU-ს იყენებენ, როცა ეს მათ აწყობთ

ეს მხოლოდ ევროკავშირის საზრუნავი არაა, ეს არც მხოლოდ პარტიებს შორის კონფლიქტის საკითხია. [შეთანხმება] უკავშირდება საქართველოს და მისი მთავრობის სურვილს, ითანამშრომლოს ევროკავშირთან. გასულ წელს გვესმოდა, რომ არსებობდა გეგმები 2024 წელს ევროკავშირში განაცხადის შეტანაზე. ამას ვხედავთ ქაღალდზე, თუმცა ნაბიჯებს რომელსაც [ისინი] დგამენ, ამასთან სრულ წინააღმდეგობაშია. ვფიქრობ, ევროკავშირში ფიქრობენ, რომ [ისინი] მათ იყენებენ, იყენებენ როცა საქართველოს მთავრობას აწყობს. ახლა კი მას გვერდზე წევენ. ეს არაა ის, რისი დანახვაც ევროკავშირს სურს. ჩვენ გვინდა ვიყოთ პარტნიორები, და თუ პარტნიორობა არ შეგვიძლია, ამას მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები.

[პრემიერი] მართალია, ჩვენ არ ვართ მისი უფროსები, თუმცა ჩვენ ვართ პარტნიორები. მაგრამ, კიდევ ერთხელ, როგორც აქამდე ვთქვი, საქართველოს მთავრობა არ იქცევა, როგორც თანასწორი პარტნიორი. ბოდიში ჩემს მომდევნო კომენტარზე, მაგრამ ისინი ზოგჯერ ბავშვებივით იქცევიან. ჩვენ გვიწევს ხალხის გამოგზავნა, რომ შეთანხმებებზე მოილაპარაკონ. იყენებენ ევროკავშირს, როცა მათ ეს აწყობთ. პარტნიორები ასე არ იქცევიან. ან ვართ პარტნიორები, ან არაფერი არ ვართ.

თქვა ევროპარლამენტარმა მწვანეთა ალიანსიდან, მარკეტა გრეგოროვამ ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები