რეკლამა

(რ) ჩვენ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობებს - სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე

პანდემიამ და დღევანდელმა არასახარბიელო რეალობამ თავისებურად გადაალაგა ჩვენი ყოფითი და საქმიანი პრიორიტეტები. თუმცა არსებობს თემები, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის აქტუალური რჩება და ასეთია განათლება.

ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი GAEN თავისი საქმიანობით უკვე ბევრი წელია ემსახურება ზრდასრულთა განათლებას საქართველოში. თუმცა, 2021 წელი ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის გადადის ორგანიზაციული კულტურისა და ხარისხის უზრუნველყოფის ახალ საფეხურზე. აქტიურად ახორციელებს პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების დანერგვას ქსელის წევრ ცენტრებში. GAEN-ი სექტორში ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელიც სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს სთავაზობს თავის ბენეფიციარებს.

ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა პროფესიული მომზადების პროგრამის „მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვა“ განხორციელების უფლება 2020 წელს მოიპოვა. პროგრამას საქართველოს მასშტაბით აქვს 9 განხორციელების ადგილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ახალციხის, ახალქალაქის, სენაკის, ამბროლაურის, ხარაგაულის, ჯვარის, კოდის, ლელიანის და ჩოხატაურის ზრდასრულებს შესაძლებლობა ეძლევათ, პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მიიღონ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. ეს კი ხელს უწყობს მათ დასაქმებას/თვითდასაქმებას და თემის ეკონომიკურ გაძლიერებას. მსმენელები 13 კვირის განმავლობაში პრაქტიკული მეცადინეობებით ეუფლებიან ჭრა-კერვის საბაზისო უნარებს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა, ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქცია დაამზადონ, მათ შორის - ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსმენელი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს იღებს და შეძენილი პრაქტიკული უნარებით აქვს უფრო მაღალი შესაძლებლობა დასაქმდეს სამკერვალო საწარმოში ან გახდეს თვითდასაქმებული. ამ ეტაპზე პროგრამა წარმატებით დაასრულა და სერტიფიკატი გადაეცა 18 მსმენელს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელება „მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვა“, რამდენიმე მუნიციპალიტეტშია შესაძლებელი. წლის განმავლობაში GAEN-ი, თავის წევრ ორგანიზაციებთან ერთად, გეგმავს კიდევ მოიპოვოს სხვა პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლებაც და ამით ქსელი მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციისა და ზრდასრულთა განათლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მნიშვნელობის მხარდაჭერას ცდილობს, რაც განათლების გზით ზრდასრულთა გაძლიერებას ემსახურება.

2020-2021 ჯგუფები მიიღეს და სასწავლო პროცესი წარმატებით განხორციელდა ახალციხის, ჩოხატაურისა და ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრებში. კურსდამთავრებულებისათვის სერტიფიკატების გადაცემა საზეიმოდ აღინიშნა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნლებთან ერთად პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა კურსდამთავრებულებს ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის დირექტორმა ნინო ბაბალაშვილმა.

როგორც ქალბატონმა ნინომ თავის გამოსვლაში აღნიშნა, პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელება ახალი მიმართულებაა GAEN-ისთვის. ქსელის წევრ ცენტრებთან ერთად ერთიანი სწავლების, შეფასების და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და სისტემების დანერგვა 2021 წლის მთავარი გამოწვევაა, ორგანიზაციის სხვა შესასრულებელი ამოცანების პარალელურად, რისთვისაც ორგანიზაცია თავდაუზოგავად მუშაობს. ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ GAEN-ი ყოველთვის აქტიურად იქნება ჩართული მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის განვითარებაში, ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, რითაც ეცდება დაეხმაროს რეგიონის მოსახლეობას ეკონომიკურ გაძლიერებაში.

პროფესიული მომზადების პროგრამის პირველი ნაკადის ფარგლებში უკვე შედგა რამდენიმე წარმატებული ისტორია, რომელთაგან ერთ-ერთი ახლა გვინდა, გაგაცნოთ.

ია შარაშენიძე პროგრამის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებულია. პროფესიული მომზადების პროგრამა მან ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიარა და შემდეგ იქვე დასაქმდა. ია სოფელ ჯვარცხმაში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ზრდასრულთა განათლების ცენტრში დასაქმებამდე ჭრა-კერვის გამოცდილება არ ჰქონია. მომზადების პროგრამის შესახებ მეგობრისგან შეიტყო. პროგრამაზე დასარეგისტრირებლად ზრდასრულთა განათლების ცენტრის სოციალური ქსელის გვერდს მიმართა, სადაც განთავსებული იყო ინფორმაცია პროფესიული მომზადების პროგრამის- „მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვა“ შესახებ. დარეგისტრირდა და მალე სასწავლო პროცესშიც ჩაერთო. სამთვიანი სასაწავლო პროცესი მისთვის ძალიან საინტერესო, პრაქტიკული და ინფორმაციული აღმოჩნდა კვალიფიციური პროგრამის განმახორციელებელი პირის დამსახურებით. კომფორტული იყო სწავლის მოკლევადიანი პერიოდი და სასწავლო განრიგიც, რამაც იას საშუალება მისცა ესწავლა აქტიურად საოჯახო საქმეების პარალელურად. მისი მონდომება და ცოდნა პროგრამის ბოლოს თეორიული და პრაქტიკული გამოცდით შეფასდა და საუკეთესო კურსდამთავრებულს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი გადაეცა. პროფესიულ პროგრამაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით ია მალე ცენტრში არსებულ სოციალურ საწარმოში დასაქმდა და დღეს აქტიურად მონაწილეობს ტასანცმლისა და სხვა ნივთების შეკვეთებასა და დამზადებაში.

ია თვლის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში ზრდასრულთა განათლების ცენტრს მართლაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია, რაც ფასდაუდებელი შესაძლებლობაა რეგიონის მოსახლეობისთვის. დარწმუნებულია, რომ პროფესიული მომზადების პროგრამა და ცენტრი კლავაც ბევრ ჩოხატაურელ ზრდასრულს გაუწევს სასარგებლო სამსახურს.

ავტორი – რიტა ბაინდურაშვილი

კომენტარები