კორონავირუსი საქართველოში

სააკაშვილი: ვაქცინის წარმოება გვექნებოდა, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რომ არ დაეხურათ

საქართველოში რეანიმაციაში ხვდება ბევრად მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შევცვლიდი. ვაქცინა საქართველოს ექნებოდა ერთ-ერთ პირველს, ეს საერთოდ ეჭვს არ იწვევს იმიტომ, რომ ქათმის გრიპის დროს იგივე გავაკეთეთ. უფრო მეტსაც გეტყვით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რომ არ დაეხურათ, ჩვენ ვიქნებოდით ერთ-ერთი მოწინავე თუ ვაქცინის გამოგონებაში არა, წარმოებაში ნამდვილად, იმიტომ, რომ გვექნებოდა ამის ინდუსტრიული ბაზა.

თქვა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა TV პირველთან ინტერვიუში.

კომენტარები