TI-ის კვლევა

TI-ის კვლევა: 63% ეკლესიას ენდობა, ყველაზე დიდი უნდობლობა პარლამენტმა და ცესკომ დაიმსახურეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად ქვეყანაში ყველაზე მეტი ნდობით (63%) ეკლესია და რელიგიური ორგანიზაციები სარგებლობენ. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ასევე ენდობა მასწავლებლებსა (61%) და ექიმებს (54%). შედარებით მაღალი ნდობით სარგებლობს პოლიცია (43%) და ადგილობრივი ხელისუფლება (39%).

კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი უნდობლობა დაიმსახურეს საქართველოს პარლამენტმა (42%), ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (41%) და საქართველოს პრეზიდენტმა (40%).

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

საზოგადოებრივი აზრის სატელეფონო გამოკითხვა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2021 წლის 9-დან 18 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 228 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.67% პუნქტია.

კომენტარები