აშშ-ს კონგრესმენები საოკუპაციო ხაზიდან: მნიშვნელოვანია ოკუპაციის საკუთარი თვალით ხილვა

ssg.gov.ge

ამერიკელმა კონგრესმენები, რომლებიც საქართველოშ იმყოფებიან, სოფელ ოძისს ესტუმრნენ და საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. კონგრესმენებმა გააკეთეს კომენტარები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის საკუთარი თვალით ხილვა და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი აშშ-ს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვისა და სუვერენიტეტისთვის მხარდაჭერას.

კომენტარი გააკეთა ხუთივე კონგრესმენმა.

„მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ოკუპაციის საკუთარი თვალით ხილვა. აქ ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. მივესალმები ჩვენს მოწვევას. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და არსებული ვითარების საკუთარი თვალით ნახვა. ერთია წაიკითხო ამის შესახებ და მეორეა, ჩამოხვიდე და იხილო თუ როგორ გამოიყურება საოკუპაციო ზონა“ – თქვა კონგრესმენმა ბრაიან სტილმა.

„მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ არსებული ვითარების - ოკუპაციის ნახვა და მნიშვნელოვანია გავაგებინოთ რუსეთს, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს და ღრმად ვართ შეშფოთებულები იმ აგრესიით, რომელსაც აქ აქვს ადგილი. აქ სულ აშშ-ის ხუთი კონგრესმენი ვიმყოფებით იმის გამოსახატავად, რომ ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე და მხარს ვუჭერთ მას“ – თქვა კონგრესმენმა ალექს მუნიმ.

„ერთია მოისმინო ამის შესახებ, მაგრამ მეორეა საკუთარი თვალით იხილო და უშუალოდ მოისმინო რუსეთის საქართველოში შემოჭრის საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ. უაღრესად მნიშვნელოვანია რომ აქ ჩამოხვიდე და თავად იხილო ყოველივე“ – თქვა საოკუპაციო ხაზთან კონგრესმენმა კელი არმსტრონგმა.

„ვფიქრობ მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დანახვა. მნიშვნელოვანია ვნახოთ რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელთანაც მეგობრობა გვაკავშირებს, ასევე მნიშვნელოვანია ერთობლივად მუშაობა “– აღნიშნა კონგრესმენმა როლანდ ესტესმა.

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველების უფლებას, იყვნენ საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს, მისი მთავრობისა და დემოკრატიის  მეგობარი ქვეყანა" – დაამატა კონგრესის წარმომადგენელმა, კეროლ მილერმა.

ასევე, კონგრესმენებმა, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, მოინახულეს მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი.

კონგრესმენების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. დელეგაცია საქართველოში 9 სექტემბრამდე გაჩერდება.

კომენტარები