კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ეპიდსიტუაცია კვლავ ძალიან სერიოზულია, მაგრამ გამოიკვეთა სტაბილიზაციის ტენდენცია

ეპიდსიტუაცია კვლავ ძალიან სერიოზულია, მაგრამ გამოიკვეთა სტაბილიზაციის ტენდენცია. ჩვენთან პირბადეების გამოყენება ცვალებადია და მერყეობს დაახლოებით 50%-ის ფარგლებში, რაც ძალიან ცოტაა. უკვე პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ვაქცინაცია და პირბადე, ეს არის ორი ყველაზე ქმედითი საშუალება ახალი შემთხვევების შესამცირებლად, გარდაცვალების შესამცირებლად.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე იმედთან საუბარში.  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 1 120 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 16 149 ტესტი

კომენტარები