მესამე ძალა

მესამე ძალის მერობის კანდიდატი თბილისში კეკენაძე იქნება, სიის პირველი ნომერი კი – ჩიხლაძე

მესამე ძალის თბილისის მერობის კანდიდატი თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, თამარ კეკენაძე იქნება.  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი სერგო ჩიხლაძე. 

"თამარი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოსა და ნატოს შორის თავდაცვის და სამხედრო სფეროში არსებულ თანამშრომლობის პროცესს, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ასევე საქართველოს მისიაში ნატოში".- თქვა გიორგი ვაშაძე. 

გიორგი ვაშაძემ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ცეკვავა იქნება, ისანში – თეონა ჭალიძე. გლდანი – ნანა ტოხვაძე. დიდუბე – ოთარ ბაღათურია, სამგორი – ვახტანგ იაშვილი, მთაწმინდა – ირაკლი გოგუაძე, ვაკე – პაატა ჩიქოვანი, ჩუღურეთი – ავთანდილ ჩართოლანი, ნაძალადევი – ზაზა კორთხონჯია. საბურთალო - სერგო ჩიხლაძე. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები