პოლიტიკური კრიზისი

დეგნანი: მივესალმებით ენმ-ს მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერას, ეს კარგის ნიშანია

მივესალმებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერას. ენმ-ს ამ შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოვუწოდებდით არც თუ ისე ცოტა ხნის განმავლობაში. ასე რომ ეს კარგი ნიშანია, რადგან ეს არის ქვეყნისთვის მისაღები მნიშვნელოვანი რეფორმების საგზაო რუკა. რაც რეალურად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ეს არის რეფორმები და ნაბიჯები, რომლებზეც საქართველოს ლიდერებმა მოილაპარაკეს და დათანხმდნენ. ისინი არც აშშ-ს და არც ევროკავშირის მიერ დაძალებული არ ყოფილა. 

კარგის ნიშანია რომ ბევრმა მოაწერა ხელი ამ რეფორმების გატარებას, რომლებიც ასე საჭირო და მნიშვნელოვანია საქაქრთველოს წინსვლის გასამტკიცებლად. ეს იმ ტიპის რეფორმებია, რომლებიც გააძლიერებენ ეკონომიკას, იქნება უკეთესი საარჩევნო პროცესი. ასე რომ, ძალიან კარგის ნიშანია, რომ ენმ-მ ხელმოწერა გადაწყვიტა. 

ამბობს აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ენმ-ს მიერ შარლ მიშელის ხელმოწერასთან დაკავშირებით.

კომენტარები