პოლიტიკური კრიზისი

ზალკალიანი EU-ს დახმარებაზე: ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება

ეკონომიკას აქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა - ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 12%-იანი ზრდა, ბოლო თვის მონაცემებით, 9.9%-იანი ზრდა არის. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება, რომელიც საგარეო ვალს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად [დააწვებოდა] 

ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ევროკავშირის 75-მილიონიან დახმარებაზე საუბრისას. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობენ, EU-ს ბრიფინგით ცნობილი გახდა, რომ ისინი საქართველოს მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო დახმარების გაცემას ისედაც არ აპირებდნენ.

კომენტარები