პოლიტიკური კრიზისი

წერეთელი: საქართველოს ევროკავშირი სჭირდება ძალიან ბევრ ასპექტში, ოცნება გვაშორებს მას

ძალიან სამწუხაროა, რაც გვესმის, ვიტყოდი, რომ არა მხოლოდ არაპოლიტიკური, არამედ არაადეკვატური განცხადებები იმ კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, რომელიც აქვთ საქართველოს მეგობრებს, ამ შემთხვევაში ევროკავშირს, ამგვარი დამოკიდებულება დასავლელი პარტნიორების მიმართ აქვთ: რუსეთში, ბელარუსში ან ეს იყო იანუკოვიჩის დროინდელ უკრაინაში, როდესაც ძალიან მკვეთრად და მკაფიოდ ხდებოდა დისტანცირება ევროკავშირისაგან.

იმის მაგივრად, რომ ეს ჟესტი იყოს ადეკვატურად გაგებული და საზოგადოებისთვის ახსნილი, ის ნაბიჯები, რასაც დგამს საქართველოს ხელისუფლება არ არის თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან, საქართველოს ევროკავშირი სჭირდება ძალიან ბევრ ასპექტში მაშინ, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქს პანდემიური მდგომარეობა ასეთი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის.

ამბობს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობენ, EU-ს ბრიფინგით ცნობილი გახდა, რომ ისინი საქართველოს მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო დახმარების გაცემას ისედაც არ აპირებდნენ.

კომენტარები