პოლიტიკური კრიზისი

კუჭავა: ჩვენს ევროატლანტიკურ გზას საფრთხე არ ემუქრება, მივაღწევთ შედეგს, რასაც ელოდებიან

ჩვენს ევროატლანტიკურ გზას საფრთხე არ ემუქრება. აუცილებლად გავაგრძელებთ რეფორმებს, აუცილებლად მივაღწევთ იმ სასურველ შედეგს, რასაც ელოდება ჩვენგან ყველა და გავხდებით წევრი.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობენ, EU-ს ბრიფინგით ცნობილი გახდა, რომ ისინი საქართველოს მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო დახმარების გაცემას ისედაც არ აპირებდნენ.

კომენტარები