ამ 150 მილიონი ევროს დახმარება არის პირობიანი. ეს პირობები ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა, ვერ კი არა, არ შეასრულა და უბრალოდ დაასწრეს ევროკავშირს იმის თქმა, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანას თანხა არ სჭირდება. ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ევროკურსის მიმართ, ევროინტეგრაციის მიმართ, პარტნიორების მიმართ, შეიძლევა ითქვას, სილის გაწვნის ტოლფასია.
tbl.ge/5o7w
დაკოპირდა
პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმას. გუშინ, 31 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობდნენ, თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დახმარების გაცემას საქართველოს მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო ისედაც არ აპირებდნენ. EU-ს შეფასებით, საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.
პოლიტიკური კრიზისილელოლელო 2021მამუკა ხაზარაძექართული ოცნებაევროკავშირის დახმარებაევროკავშირის ფინანსური დახმარებაევროკავშირიევროკავშირი-საქართველო
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა