პოლიტიკური კრიზისი

პრემიერი სასამართლოზე: რომი ერთ დღეში არ აშენებულა – ამ 8 წელში დიდ პროგრესს მივაღწიეთ

ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადება და ნორმალური პროცესია, არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები. ჩვენ ვთვლით, რომ ძირეული რეფორმები განვახორციელეთ სასამართლოში და ეს არ დასრულებულა, ეს პროცესი გრძელდება. ერთ დღეში არ აშენებულა რომი, რომ იტყვიან და ამას დრო სჭირდება. ამ 8 წელში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ.

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. გუშინ, 31 აგვისტოს ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობდნენ, თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დახმარების გაცემას საქართველოს მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო ისედაც არ აპირებდნენ. EU-ს შეფასებით, საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

კომენტარები