პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: ქართული ოცნება ყველგან გაიშიფრა, მსგავსი რეჟიმების დასაყრდენი ყოველთვის რუსეთია

ქართულმა ოცნებამ დაარღვია მიცემული პირობა მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით და უზენაეს სასამართლოში ჩააბეტონა კლანის წევრი მოსამართლეები. გაირკვა რომ ტყუილი იყო ყველაფერი. მარტივი ვირეშმაკობა იყო. მანამ სანამ ევროკავშირი ეტყოდა მთავრობას რომ ტრანშს არ გაძლევ ამის და ამის გამო, გამოვიდნენ და დაასწრეს და თქვეს, რომ თითქოს და ვალი აღარ გვჭირდება ჩვენ. მაშინ როცა იანვრიდან ივლისის ჩათვლით, წელს 4 მილიარდი ვალი აქვთ უკვე აღებული. 

აქამდე თუ თამაშობდნენ და დასავლეთს ატყუებდნენ, რომ ვითომ რაღაცას აკეთებდნენ, ახლა ყველგან გაშიფრულები არიან. ეგეთი ტიპების რეჟიმების დასაყრდენი, საბოლოო ჯამში არის ყოველთვის რუსეთი. 

გირჩი- მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე TV პირველთან საუბარში ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვათ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე. ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა.

კომენტარები