ლელო

უსუფაშვილი: სირცხვილი მოსვენებას არ მაძლევს, რომ ოცნება მერქვა და თანამონაწილე ვიყავი

საქართველო ბოლო წლებში, ევროპის და ჩვენი დემოკრატიული სტრატეგიული პარტნიორების თვალში წარმოჩინდება არასაიმედო, არასანდო ქვეყნად. ქართული ოცნება მხოლოდ საკუთარ თავს რომ აზიანებდეს, მე ახლა ასეთი აღელვებული არ ვიქნებოდი, როგორიც ახლა. სწორედ მთავრობის ხელშია ქვეყანა და მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო ზიანდება ქვეყანა და ხალხი. თანამედროვე მსოფლიოში უკიდურესად რთული ვითარებაა. როდესაც ჩვენ ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ სწორედ ცივილიზებულ ქვეყნებთან, ევროკავშირთან, აშშ-სთან, მჭიდრო ურთიერთობებით ჩვენი ეკონომიკა წინ წავწიოთ, ჩვენი დამოუკიდებლობა გავაძლიეროთ, ამ ვითარებაში ყველაფერი კეთდება ამ მთავრობის მიერ, ყველაფრის გაწირვა შეუძლია ამ ხალხს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ და PR-მესიჯად აქციონ რაღაც.

ოცნების ხალხს შესაძლოა ყველაზე მეტად სჭირდებოდეთ ხელისუფლების შეცვლა, იმიტომ, რომ რაც დრო გადის, მით უფრო სამარცხვინო ხდება უკან მოხედვა. მე ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანებს შორის, რომელსაც ეს სირცხვილი მოსვენებას არ მაძლევს, რომ მეც ოცნება მერქვა და მეც თანამონაწილე ვიყავი იმ რაღაც პროცესის, რომლის მიზანიც იყო სრულიად სხვა. 

ამბობს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი პალიტრანიუსთან ინტერვიუში. ასე უსუფაშვილი მთავრობის მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმას გამოეხმაურა, რომლის მიცემასაც ევროკავშირი ისედაც არ აპირებდა საქართველოს მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო. 

კომენტარები