COVID 19-ის ყალბი პასპორტები

COVID 19-ის პასპორტების გაყალბებისა და გასაღების ბრალდებით 7 პირი დააკავეს

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთის დამზადებისა და გასაღების ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებიდან ოთხმა 350 ევროს სანაცვლოდ მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა COVID 19-ის საწინააღმდეგო ფაიზერის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ სინოფარმის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი დაუმზადა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები