კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პიკი გადაიარა, ფერდი ქვემოთკენ მოდის – ძალიან მცირე სტაბილიზაცია შეიმჩნევა

ბოლო 2 კვირის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვების შემოღებისა და აღსრულების მეტი კონტროლის ფონზე, ასევე, უფრო ინტენსიური აცრების ფონზე ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყო. ოღონდ, ჯერჯერობით, მაღალ ნიშნულზე შემთხვევათა რაოდენობის. 

დღეს, ბოლო 1 კვირის განმავლობაში პირველად, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ჩამოსცდა. ასევე, პირველად ამ კვირაში, ბოლო 60 დღის განმავლობაში ინციდენტობის მაჩვენებელმა და კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელმა კუდი ქვემოთკენ ჩამოსწია. გადაიარა პიკი და ფერდი ქვემოთკენ მოდის. ანუ, შეიმჩნევა ძალიან მცირე, მაგრამ სტაბილიზაციის ნიშნები ყველა პარამეტრით. [...] სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ყველაზე მძიმე ინდიკატორი რჩება მაღალი და იცით, რომ ეს ყოველთვის პიკის გადავლიდან 2 კვირის შემდეგ იწყებს თანდათან შემცირებას.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. 31 აგვისტოს დილის მონაცემებით, COVID-19-ით კიდევ 79 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 778 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.92%-ია.

კომენტარები