კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: იგეგმება ახალი ანტივირუსული მედიკამენტების, მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა

ჩვენთან მალე იგეგმება ყველაზე ახალი ანტივირუსული მედიკამენტების, მომავლის თერაპიის, მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა, რომელიც ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში გამოიყენება. პროტოკოლის რადიკალური ცვლილება არ იგეგმება, რადგან, რამდენადაც ეს ვიღაცისთვის ნაკლებად დამაჯერებელი არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული გარდაცვალების რიცხვის გაზრდა მკურნალობისა და მართვის ხარისხთან და პროტოკოლში რაიმე ხარვეზის არსებობასთან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 

კომენტარები