ვაქცინაცია ორსულებში აუცილებელ პირობად გვესახება და მსოფლიოს ყველა ცივილურ ქვეყანაში ორსულობის პირველი ტრიმესტრიდან ბოლომდე ვაქცინაციას იყენებენ. ჩვენს ქვეყანაშიც არის ეს შესაძლებელი ფაიზერის ვაქცინით. ისევე, როგორც მეძუძური დედების შემთხვევაში.
სერიოზული ნიუანსია და ისმის კითხვები, ეს ვაქცინა ბავშვზე ხომ არ მოახდენს რამე გავლენას? - ვამბობ, სრული პასუხისმგებლობით და მეცნიერული მტკიცებით შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ: ვაქცინის შემადგენელი კომპონენტები ნაყოფზე ან, მეძუძური დედის შემთხვევაში, ჩვილზე არ გადადის. ის არ ტრანსპორტირდება.
მაგრამ აცრიდან 10 დღის შემდეგ ანტისხეულები გადაეცემა შვილს და დედას უჩნდება შანსი, მისი ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით 2 სიცოცხლე გადაარჩინოს და დაიცვას - საკუთარი და შვილის.