ბერი იოანე

მეუფე ნიკოლოზი ბერ იოანეზე: ჟურნალისტები მიდიან და ცდილობენ, მდგომარეობიდან გამოიყვანონ

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი თავკვეთულის მონასტრის ბერ იოანეზე საუბრისას, რომელმაც ფორმულას ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამტკიცებს, რომ ჟურნალისტები მის მდგომარეობიდან გამოყვანას სპეციალურად ცდილობენ.  

"თქვენი ჟურნალისტები, ეს დღევანდელი, გუშინდელი, გუშინწინდელი, მიდიან და სპეციალურად ცდილობენ, რომ ადამიანი მდგომარეობიდან გამოიყვანონ. ცუდი სიტყვების მოსმენა არავის არ სიამოვნებს. როგორ შემიძლია ვთქვა, რომ კარგია, რაც ილაპარაკა, ყურს არ გაეგონება ეს ყველაფერი, მაგრამ ადამიანს რომ გამოიყვან მდგომარეობიდან, მერე ამას ტირაჟირებას რომ გაუკეთებ და გაავრცელებ, ეს არის სწორედ კანონდარღვევა, რასაც თქვენ აკეთებთ. ეს ადამიანი რომ მოვიყვანე მონასტერში, სპეციალურად მარტო დავასახლე, რომ ადამიანებთან არ ჰქონოდა შეხება, მეტი რა გავაკეთო? განდეგილია ადამიანი, მარტო ცხოვრობს, საერთოდ არ შეიძლება იქ მისვლა". - ეუბნება მეუფე ნიკოლოზი ფორმულას.  

მეუფე ნიკოლოზი ამტკიცებს, რომ ფორმულას სიუჟეტში მასალის მხოლოდ ნაწილია, რომელშიც არ ჩანს, "როგორ გამოჰყავს მდგომარეობიდან". 

დღეს, 28 აგვისტოს, ბერმა იოანემ ფორმულას ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  

"ჟურნალისტი კი არა, პირშისტი ხარ, პირში არ აგიღია? წადი, შენი დედას დავეცი ახლა, რა. შეურაცხყოფას გაყენებ კი არა დედა გიტირე. იდი ნახუი რა". – მიმართა ბერმა ფორმულას ჟურნალისტს. 

ასევე, ბერი ახალგაზრდა კაც ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდა. 

"რა კრეტინი ხარ, ბიჭო! აბა შენნაირთან რა ვიომო, მოვა სპეცრაზმი, ასე მოგკიდებს ხელს და გაგაუპატიურებს უკნიდან. არ გინდა?" - ამბობს ის ჩანაწერში. 

ასევე, სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა ჩანაწერი, სადაც ბერი იოანე ჟურნალისტს ემუქრება

""შვილი არ გინდა? გინდა, მუცელში მოგიკვდეს? ეკლესიას ნუ დაეჯახები [...] შეიძლება მიხვიდე, ვიღაც გარდაცვლილი დაგხვდეს სახლში, რად გინდათ? შეიძლება, ცილი დამწამოთ. ახლა, მე არ წამოვალ, თქვენ დევნას არ დავიწყებ, მაგრამ შვილები მყავს, ისინიც ძველი განგსტერები არიან, გამოვუშვებ და სადღაც გაგიხვრეტენ რაღაცებს". - მიმართავს ის ჟურნალისტს.  

კომენტარები