Spencer

კრისტენ სტიუარტი პრინცესა დაიანას როლში – SPENCER-ის პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

პრინცესა დაიანაზე გადაღებული ფილმის, Spencer-ის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა.

ფილმში მოქმედება 1990-იანი წლების დასაწყისში ხდება, როდესაც პრინცესა დაიანა ხვდება, რომ მისი ქორწინება პრინც ჩარლზთან წარუმატებელია.

პრინცესა დაიანას როლს კრისტენ სტიუარტი ასრულებს. ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგება.

Spencer-ის რეჟისორია პაბლო ლარაინი, რომელსაც ჟაკლინ კენედის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი აქვს გადაღებული.

პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზი ერთმანეთს ოფიციალურად 1996 წელს დაშორდნენ. განქორწინებიდან ერთ წელიწადში დაიანა ავტოავარიაში დაიღუპა.

კომენტარები