არჩევნები 2021

პრემიერი: ე.წ ოპოზიციამ იცის, რომ მარცხდება, პროვოკაციას არ ავყვებით, არჩევნები ჩატარდება

იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ეს ე.წ ოპონენტები და ოპოზიცია, დაიწყეს საუბარი, ხომ არ გადავდოთ არჩევნები. ამისთვის გამოიყენეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი, ქალბატონი ნინო გამოვიდა ინიციატივით, რომ მივმართავ პრემიერს, იქნებ შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ავტომატურად გამოიწვევს არჩევნების გადადებას.

ეს, რა თქმა უნდა, არის პირდაპირ ნაციონალების მიერ შემუშავებული გეგმა და ამის ნაწილია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით, არჩევნები ჩატარდება და ქართული ოცნება გაიმარჯვებს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველს გამოეხმაურა. ომბუდსმენი მძიმე ეპიდემიური სიტუაციის გამო, არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები