კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: თუ პროცენტით ვილაპარაკებთ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით დიდი არაა

სიკვდილიანობის განხილვა ხდება ხოლმე პროფესიულ საზოგადოებაში, რთული თემაა. ჩვენ სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღეს გვაქვს 1.35%, ანუ ეს არის ე.წ. კუმულაციური სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მთელი ამ 1.5 წლის განმავლობაში, რომელიც ითვლება, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა და რა შეფარდებაა მისი დაინფიცირებულებთან. საშუალო საერთაშორისო მაჩვენებელი არის 2.1%, თუ ამ პროცენტებით ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მაჩვენებელი არ არის განსაკუთრებით დიდი, მაგრამ თითოეული გარდაცვალება და რაც ეს ხდება, როდესაც დღეში 60 გარდაცვალება გვაქვს ამ პატარა ქვეყანაში... შემოდგომის პიკზე მაქსიმუმი გვქონდა 54, ახლა გვქონდა 74, ორი დღეა, არის 60, რომელიც ძალიან მაღალია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, ძალიან მაღალი.

პირველი განმაპირობებელი არის ის, რომ გვაქვს დღეში 5 000 შემთხვევა, უნდა ვიანგარიშოთ, რომ, დაახლოებით, თითოეული ათასი ადამიანიდან, სამწუხაროდ, 1.5-1.35% იღუპება. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. 24 აგვისტოს დილის მონაცემებით, 24 საათში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19-ით 6 891 პაციენტია გარდაცვლილი.

კომენტარები