კორონავირუსი საქართველოში

მელია: დაგვცინიან, გვაგუებენ, თითქოს ნორმალურია, როცა 70 ადამიანი უპატრონობისგან კვდება

შარშან დამცინავად ქალაქების ქუჩებს ფხვნილით გვირეცხავდნენ, გვატყუებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ვირუსს ებრძოდნენ, პროპაგანდა აამუშავეს. წინასაარჩევნო მანიპულაციით რაღაც კლიპებს იღებდნენ, ქალაქი არ დატოვეს, მგონი, სადაც კლიპი არ გადაიღეს და ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო. ძალიან სამწუხაროა, დღეს ყველანი დავრწმუნდით, რომ ეს მოჩვენებითი იყო. წინ დაიყენეს ადამიანები, ვისაც საზოგადოებაში ნდობა ჰქონდათ - ბატონი ცერცვაძე, იმნაძე და ალაპარაკეს, რომ თურმე მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია საქართველოში მიმდინარე კოვიდთან ბრძოლის მეთოდებით - თურმე ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ტეხასის შტატიდანაც კი რეკავენ და იქ უნდათ, რომ ეს ადამიანები ჩავიდნენ და გამოცდილება გაუზიარონ. 

დღეს რა მივიღეთ? სამწუხაროდ, სავალალო შედეგი, რომ მთელ მსოფლიოში ვართ სიკვდილიანობით პირველ ადგილზე. ეს რისი ბრალია? იმის ბრალია, რომ ქვეყანაში, უბრალოდ, პატრონი არ არსებობს, მმართველი არ არსებობს ცინიზმისა დ უმსგავსოების გარდა. ეს ადამიანები დღემდე დაგვცინიან, გვაგუებენ უმძიმეს მოცემულობას, როცა 50, 60, 70 ადამიანი უპატრონობისგან კვდება, თითქოს ეს ნორმალურია. მე ეს არასოდეს არ მითქვამს, ვერცერთ გამოსვლას ვერ მომიტანს, სადაც მითქვამს, რომ ხელისუფლება არის, მიუხედავად ბევრი ნაკლოვანებისა, მკვლელი. მაგრამ დიახაც, ქართული ოცნება არის მკვლელი, რომელიც მოკალათებულია კაბინეტებში და საზოგადოებას დასცინის. 2 ოქტომბერს საკადრისი პასუხი გავცეთ მკვლელებს.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ეპიდსიტუაციაზე საუბრისას. 21 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში 24 საათში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა. 

კომენტარები