კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: რეკომენდაციას არ გავუწევთ, რომ აცრილებისთვის სწრაფი ტესტი ფასიანი იყოს

არ გავუწევთ რეკომენდაციას, რომ ორჯერადად აცრილებისთვის  სწრაფი ტესტი ფასიანი იყოს. ორჯერადად აცრილებისთვის, ვისაც რეგულარული ტესტირება ეკუთვნის, მათთვის სახელმწიფო დააფინანსებს. ვინც არ იქნება აცრილი, მათზე ვფიქრობთ, რომ შევიდეთ ამ წინადადებით. ვისაც ეკუთვნის აცრა, გარკვეული დროის შემდეგ, საბჭო დაადგენს, როდის. კეთილი ინებონ და დამსაქმებელმა ან თვითონ დასაქმებულმა უზრუნველყონ ტესტირების ფასის გადახდა. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ისინი იყვნენ აცრილები. თუ აბსოლუტური წინააღმდეგ ჩვენებაა და ვერ იცრება ადამიანი, მისთვის ისევ უფასო დარჩება. 

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები