Tesla

ილონ მასკმა TESLA-ს რობოტი წარადგინა, რომელიც მძიმე სამუშაოებში ადამიანებს ჩაანაცვლებს

ილონ მასკი 
CNET  

კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დირექტორმა, ილონ მასკმა ახალი, ადამიანის მსგავსი რობოტი წარადგინა, რომელიც ხელოვნური ინტელექტით იქნება აღჭურვილი და მძიმე სამუშაოებში ადამიანებს ჩაანაცვლებს. 

მასკის თქმით, ჰუმანოიდი რობოტის მიზანია მოსაწყენი, განმეორებითი, საშიში და მძიმე ფიზიკური სამუშაოების შესრულება. გარდა ამისა, ის დაემორჩილება და აღასრულებს ადამიანების ხმოვან ბრძანებებს და მითითებებს. 

პრეზენტაციაზე ასევე ითქვა, რომ რობოტი კეთილი, მეგობრული და დამჯერი იქნება. 

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ვიხილოთ რობოტების აჯანყება, მასკმა უპასუხა: "ვიმედოვნებთ, რომ ეს რობოტი დისტოპიური სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებიდან არ იქნება". 

რობოტის მუშა პროტოტიპი, სავარაუდოდ, 2022 წელს იქნება მზად, თუმცა სერიულ წარმოებაზე საუბარი ჯერ ზედმეტია.

ზუსტი ტექნიკური მახასიათებლებისა და ფასის შესახებაც ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

რობოტის სავარაუდო სიმაღლე 172 სანტიმეტრი იქნება, წონა – 57 კილოგრამი. ის აღჭურვილი იქნება კომპანია Tesla-ს წარმოების კამერებით, სენსორებით, ძრავითა და ელემენტებით. 

წყარო: Tesla

 

კომენტარები