კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია შეზღუდვებზე: მცირედი სტაბილიზაციის სურათი გარკვეულწილად იკვეთება

ჯერჯერობით მთავარია დაწესებული შეზღუდვების აღსრულება, ამ ეტაპზე კიდევ დამატებითი შეზღუდვების თემაზე საუბარი არ არის, ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, [ინფიცირების] ციფრები დღეს არის შედარებით ოდნავ ნაკლები, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში, კარგია ის, რომ ჩვენ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ.

ჯერ, რა თქმა უნდა, ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მცირედი სტაბილიზაციის სურათი გარკვეულწილად იკვეთება.

მთავარია, დღეს აღვასრულოთ ის რეკომენდაციები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია 14 აგვისტოდან დაწესებულ შეზღუდვებზე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასა და ხალხმრავალი ღონისძიებების აკრძალვაზე. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა და 4 743 დაინფიცირდა.

კომენტარები